“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტია დატოვა

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ პარტია დატოვა, – ამის შესახებ განცხადება მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ალასანიამ პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო მოქალაქეებს, რომლებმაც მხარი დამიჭირეს, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ შევაჩერო ჩემი კამპანია, რადგან ჩვენი შეთავაზებების შესრულებას სჭირდება გუნდი, რომელსაც უნდა ემუშავა პარლამენტში. სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მოგვეცა… ვინაიდან ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ აქტიურად მოვახდინო გავლენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, მივიღე გადაწვეტილება დროებით გავიდე პოლიტიკიდან“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ამასთან, მისივე თქმით, პარტიაში ფორმალობის დაცვით დროებით რჩება.
“ფორმალობის დაცვით, დროებით დავრჩები პარტიაში”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
აღსანიშანავია, რომ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება პარტიის გენერალურმა მდივანმა ბუკა პეტრიაშვილმაც დღეს გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები