“თავისუფალი დემოკრატები” შესაძლოა, ირაკლი ალასანიამაც დატოვოს

არსებული ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ შესაძლოა, პარტია დატოვოს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ “კვირას” განუცხადა, დღეს 15:00 საათზე პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. თუმცა, “თავისუფალი დემოკრატები” ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ.
არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, მოსალოდნელი ბრიფინგი სწორედ ალასანიას მიერ პარტიის დატოვებას უკავშირდებოდეს.
„თავისუფალი დემოკრატები“ დღეს ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები