ნუკრი ქანთარია: სურვილი გვაქვს პარლამენტი დაუბრუნდეს დედაქალაქს

ძალიან ბევრი დროის დაკარგვა და ხარჯია ქუთაისში პარლამენტის ყოფნა, ამით, მგონი, ქუთაისს არაფერი ემატება, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.
მანვე ისაუბრა იმ გეგმებზე, რაც მომავალი პარლამენტისთვის პრიორიტეტული იქნება. ქანთარიას სურვილი აქვს, რომ საშემოდგომო სესია თბილისში გაიმართოს.
„ქუთაისს პარლამენტს იქ ყოფნით არაფერი შემატებია, პირიქით, იყო ხარჯი იქ სიარული და იყო მსხვერპლიც. ეს საკითხი კენჭისყრამდეა მისული და თუ დროულად მოგვარდა და მივიღეთ ეს კანონი, ნოემბერში შემდეგი საშემოდგომო სესია თბილისში გაიმართება. მე სურვილი მაქვს პარლამენტი დაუბრუნდეს თბილისს,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ამასთან, მისივე განმარტებით, ახალი პარლამენტი იმსჯელებს საზოგადოებასთან ერთად შეჯერებულ საკითხებზე.
ნუკრი ქანთარიამ აღნიშნა, რომ წინა პარლამენტმა ვერ მოახერხა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება და პრიორიტეტული ის საკითხები იქნება, რაც კენჭისყრამდეა მისული.“ჯერ უნდა აირჩეს პარლამენტის თავმჯდომარე, როცა ლეგიტიმაცია მიეცემა ახალ პარლამენტს, ამ საკითხებზე მსჯელობა მერე უნდა დაიწყოს, ეს იქნება ქორწინება თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. ეს ყველაფერი იქნება მედიასთან და საზოგადოებასთან ერთად განხილული”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. მან ასევე აღნიშნა, რომ სურვილი აქვს საქართველოს პარლამენტი იყოს გერმანული მოდელის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები