“თავისუფალი დემოკრატები” საგანგებო ბრიფინგს გამართავენ – “ბუკას წასვლის შესახებ “ფეისბუქიდან” შევიტყვე”

ევროინტეგრაციის ექსმინისტრის ალექსანდრე პეტრიაშვილის მიერ პოლიტიკური პარტია “თავისუფალი დემოკრატების” რიგების დატოვებასთან დაკავშირებით, მისი თანაპარტიელები კომენტარს დღეს, 15:00 საათისთვის დაგეგმილ ბრიფინგზე გააკეთებენ, სადაც ასევე შეაფასებენ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს.
როგორც “კვირას” “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ნინო გოგუაძემ განუცხადა, ალექსანდრე პეტრიაშვილის გადაწყვეტილების შესახებ მან, პეტრიაშვილის ფეისბუქის გვერდიდან შეიტყო.
“ამის შესახებ ბუკამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. მეც სოციალური ქსელით შევიტყვე. პირადად მასთან არ მისაუბრია. არა მგონია მის პირად სივრცეში ვინმეს შეეღწია და ასეთი სტატუსი დაეტოვებინა”, – აცხადებს გოგუაძე.
”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ალექსი პეტრიაშვილმა პარტიიდან წასვლის შესახებ, ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
”მოგესალმებით მეგობრებო! პირველ რიგში მადლობას ვუხდი ყველა “თავისუფალ დემოკრატს” და ყველა ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მაძლიერებდა ამ ხნის განმავლობაში. ჩვენ ერთად ვიბრძოდით უკეთესი, ევროპული საქართველოსთვის! ქვეყანაზე ზრუნვას აუცილებლად განვაგრძობ, ოღონდ სხვა რანგში და სხვა დარგში! დღეიდან აღარ ვარ პარტიული და სულ ცოტა ხნით ვიქნები ……..სახლში (ხვდებით ალბათ ვისი ხმითაც ვიტყოდი ამას). აბა დროებით! პატივისცემით, უპარტიო ალექსი პეტრიაშვილი!”, – წერს პეტრიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები