NDI-ის სადამკვირვებლო მისია პარტიებს არჩევნების შედეგების პატივისცემისკენ მოუწოდებს

NDI-ს სადამკვირვებლო მისია პარტიებს არჩევნების შედეგების პატივისცემისკენ მოუწოდებს. NDI-ს წარმომადგენლების განცხადებით, ყველამ მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი ეგზიტპოლების ურთიერთგამომრიცხავ შედეგებსა და ცალკეულ ინციდენტებთან დაკავშირებულ სპეკულაციებს.
„პირველ რიგში, აღვნიშნავ იმას, რომ პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა და აქტივისტებმა პატივი უნდა სცენ არჩევნების შედეგებს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს შედეგები აღიარებულია მიუკერძოებელი დამკვირვებლების მიერ. ამასთან, „სამართლიანმა არჩევნებმა“ ჩაატარა ხმების პარალელური დათვლა. ბოლოს, ყველამ თავი უნდა ავარიდოთ სპეკულაციებს, რაც შესაძლოა ეფუძნებოდეს ეგზიტპოლების ურთიერთგამომრიცხავ შედეგებს და ცალკეულ ინციდენტებს“, – განაცხადეს NDI-ს წარმომადგენლებმა.
როგორც NDI-ში აღნიშნეს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაუყონებლივ უნდა მოახდინოს საარჩევნო ოლქებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება და დროულად განიხილოს არჩევნების მეორე რაუნდის დანიშვნის შესაძლებლობა.
„მნიშვნელოვანია, ყველა ჩართულმა მხარემ გააანალიზოს, რომ ძალადობა არ იქნება მიღებული. ცესკომ რეაგირება უნდა მოახდინოს ყველა ლეგიტიმურ საჩივარზე, ითანამშრომლოს ყველა მომჩივანთან და უზრუნველყოს მისი სამუშაოების გამჭირვალობა, რათა გაიზარდოს საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. ასევე, ყველამ უნდა დაგმოს ძალადობის ყოველგვარი გამოვლინებები, ითანამშრომლოს შესაბამის ორგანოებთან, რათა მოხდეს  ინციდენტების გამოძიება”, – განაცხადეს NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები