პალესტინელმა იერუსალიმში, პოლიციის შენობის მახლობლად სროლა ატეხა. ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
თავდამსხმელმა ადამიანებს ცეცხლი ავტომანქანიდან გაუხსნა. ერთ-ერთი დაღუპული ქალია, რომელიც ტრამვაის ელოდებოდა, ხოლო მეორე – პოლიციის თანამშრომელი.
ამის შემდეგ თავდამსხმელმა მიმალვა სცადა. პოლიცია მას მოტოციკლებით დაედევნა, ორმხრივი სროლის შედეგად პალესტინელი მოკლეს.
პოლიციამ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა.