ცესკოს პირველადი, წინასწარი შედეგებით, სამგორის რაიონის ყველა ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი

ცესკოს პირველადი, წინასწარი შედეგების თანახმად, სამგორის რაიონის ყველა ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი.
სამგორში, 13-ე საარჩევნო ოლქში, 37 უბნიდან ამ დროისთვის 2 უბნის შედეგებია დათვლილი, რომლის თანახმადაც ”ქართული ოცნების” კანდიდატმა, შოთა ხაბარელმა ამომრჩეველთა ხმების 38.97%, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა, გიორგი ხახნელიძემ 24,58%, ”შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატმა, ჯუმბერ გოგრიჭიანმა კი 20.06% მიიღო.
რაც შეეხება სამგორის 11-ე საარჩევნო ოლქს, აქ 39 უბნიდან 8 უბანია დათვლილი, რომლის პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით, ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი მოსიძე 48.59%-ით იმარჯვებს, ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ირაკლი ნადირაძე კი ამომრჩევლის 25.91%-იანი მხარდაჭერით მეორე ადგილზეა.
სამგორის 12-ე საარჩევნო ოლქში, 34 უბნიდან დათვლილია 3 უბანი, რომლის პირველადი წინასწარი შედეგების მიხედვით, ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი, მარიამ ჯაში 34.22%-ით ლიდერობს, მეორე ადგილს კი ”ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი დათო ჟღენტი 27.8%-ით იკავებს, მესამე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვლი 15.82%-ით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები