ცესკოს წინასწარი შედეგებით, მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძე ლიდერობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, მცხეთის 37-ე მაჟორიტარულ ოლქში, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძეს 43.8%, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატ ცეზარ ჩოჩელს 38.86% აქვს.
დანარჩენი კანდიდატების ხმები ასე გადანაწილდა: „პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, კონსტანტინე მორგოშიამ ამომრჩეველთა ხმების 7.96% მიიღო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ბერიაშვილმა 4.37%, „დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისთვის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით მეზვრიშვილმა 2.12%, „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატმა, გიორგი გუგავამ 2.06%, „საქართველოს კომუნისტური პარტია – სტალინელების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ვლადიმერ ბედუკაძემ კი 0.2%.
ამ დროისთვის 45 უბნიდან დათვლილია 10 უბნის მონაცემები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები