უსკოს მონაცემებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 4 პარტია შევა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მიერ 9:00 საათისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით არჩევნებში შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ 47.1%; „ნაციონალური მოძრაობა“ 28.8%, „პატრიოტთა ალიანსი“ 5.5%;  „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ 5,7%.
აღნიშნული მონაცემები 182 უბნის წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება. დასათვლელია კიდევ 166 საარჩევნო უბნის მონაცემები.
უსკოს თავმჯდომარის, პარმენ ჯალაღონიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მოსალოდნელია მეორე ტური, თუმცა შესაძლოა, ეს მონაცემები შეიცვალოს.
აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად გაიმართა. აჭარის საკანონმდებლო ორგანოში 21 მანდატია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები