ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთში 54,52 %-ით არჩილ თალაკვაძე ლიდერობს

ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, ოზურგეთის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ლიდერობს. მას 54,52 %-იანი მხარდაჭერა აქვს.
აღნიშნულ ოლქში სულ 49 უბანია, საიდანაც ამ დროისთვის 22 უბნის მონაცემებია დათვლილი.
მეორე ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატრი დავით მჟავანაძე, რომელსაც ამ დროის მონაცემებით, მხარი 19, 48 %-მა დაუჭირა.
6,89 % აქვს „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ თეიმურაზ სალუქვაძეს, 6,1 % – „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატ შოთა გოგიბერიძეს, ხოლო 6,09 % – „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატ ავთანდილ ჩხაიძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები