2 უბნის შედეგებით, ზესტაფონში „ქართული ოცნების“ კანდიდატს 39,05 % აქვს, თინა ხიდაშელს კი 3,4 %

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ზესტაფონის 52-ე მაჟორიტარულ ოლქში დათვლილი 2 უბნის მონაცემების მიხედვით მოსალოდნელია მე-2 ტური.
ზესტაფონის 52-ე მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის 46 უბნიდან 2 უბნის მონაცემებია დათვლილი, რომლის მიხედვით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა კიკნაველიძემ ამომრჩეველთა ხმების 39.05%,
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბეჟან ბუცხრიკიძემ 28.6 %, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ილია კოკაიამ 22.97%, „უსუფაშვილი – რესპუბლიკელების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა კი 3,4% მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები