6 უბნის მონაცემებით, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზუგდიდის 66-ე ოლქის რამდენიმე უბნის მონაცემები გამოაქვეყნა.
ზუგდიდში არსებული 49 უბნიდან ამ დროსითვის 6 უბნის შედეგებია დათვლილი, რომლის მიხედვითაც, პირველ ადგილს 50,21 %-ით „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია იკავებს. მეორე ადგილზე – 42,67 % არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სანდრა რულოვსი.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ხმების 3,52 % მიიღო „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ირაკლი ჩანგელიამ, 2,83 % კი – „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები