ცესკოს ბოლო მონაცემები: “ქართული ოცნება” – 52.7%, “ნაციონალური მოძრაობა” – 24.85%

ცესკო წინასწარი მონაცემებით, 814 უბანზე დათვლილ შედეგებს აქვეყნებს.
როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ განაცხადა, შედეგები საერთო ხმების 22 %-ს შეადგენს.
ცესკოს ამ დროის მონაცემები ასეთია: “სახელმწიფო ხალხისთვის” 4.8%; “თავისუფალი დემოკრატები” 0.7%; ნინო ბურჯანაძის პარტია -3.23 %; ჯონდი ბაღათურიას პარტია -0.1%; “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -24.85%; “რესპუბლიკური პარტია -1.47; მეჭიურის პარტია -1.16%; “პატრიოტთა ალიანსი” 4.66%; “ლეიბორისტული პარტია” – 2.82. “სახალხო პარტია” -0.6; დავით თევზაძის პარტია 0.4%; თოფაძის პარტია 0.99; “ეროვნული ფორუმი” – 0.51%; “თავისუფალი დემოკრატები” – 3.45; “ქართული ოცნება” – 52.7%.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბრალდებასაც უპასუხა, რომლის თანახმად, “ნაციონალური მოძრაობა” ცესკოს შედეგების გამოცხადების გაჭიანურებაში ადანაშაულებს. როგორც ჟვანამ განმარტა, აღნიშნული პროცედურა შესაბამის დროს საჭიროებს.
მისივე თქმით, ბიულეტენების რაოდენობის მიუხედავად, ცესკომ ყველაზე სწრაფად მოახერხა წინასწარი შედეგების გამოცხადება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები