სახალხო დამცველი ხმების დათვლის პროცესის დროს მომხდარ ინიდენტებს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი ხმების დათვლის პროცესის დროს მომხდარ ინიდენტებს ეხმიანება. “კვირა” ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს სახალხო დამცველის საარჩევნო მონიტორების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ზოგიერთ საარჩევნო უბანში ხმების დათვლის პროცესში მოხდა ინციდენტები, რომლის დროსაც დაზარალდენენ ადამიანები და დაზიანდა ქონება. ქუთაისი N90 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიოტორიაზე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, არიან დაზარალებული. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის N 79-ე და N 108-ე საარჩევნო უბნებში შეიჭრნენ უცხო პირები, დაარბიეს უბნები, დააზიანეს ინვენტარი, დაამტვრიეს საარჩევნო ყუთი, არიან დაზარალებულები, მათ შორის – ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები; ქალაქ მარნეული საოლქო საარჩევნო კომისიასთან ხდება პოლიტიკური მოძრაობების ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების დიდი რაოდენობით მხარდამჭერების მობილიზება და ჩნდება მათ შორის დაპირისპირების საფრთხე. საოლქო საარჩევნო კომისიის ეზოში მიტანილია მარნეულის საარჩევნო ოქლის უბნებიდან მიტანილი ბიულეტენები და არსებობს ამ ბიულეტენების დაზიანების საფრთხე. ამავე პოლიტიკური მოძრაობების მხრადამჭერების მობილიზებაა ქალაქ ბათუმის N1 საარჩევნო უბანთან, სადაც ასევე არსებობს დაპირისპირების საფრთხე.

მივმართავ საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, გააკეთონ ყველაფერი, სიმშვიდის შენარჩუნებისათვის; მოუწოდონ თავიანთ მხარდამჭერებს ძალადობისაგან თავის შეკავებისკენ, ნუ დაივიწყებენ, რომ სახელმწიფოს ინტერესები ყოველგავრ პოლიტიკურ ინტერესებზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია”, – აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები