“დარჩელში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საარჩევნო ყუთის მოპარვა სცადეს”

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა საარჩევნო უბანში შეღწევა სცადეს. როგორც „კვირას“ ერთ-ერთმა ამომრჩეველმა განუცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები თავს კომისიის წევრებად ასაღებდნენ და ამ მეთოდით ცდლობდნენ იმ საარჩევნო უბანზე შეღწევას, სადაც ხმების დათვლა მიმდინარეობდა.
„აღნიშნული მეთოდით “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ამ უბანზე ყუთის მოპარვას ცდილობდნენ. ისინი უბანზე მისულები იყვნენ და ამბობდნენ, რომ კომისიის წევრები იყვნენ და შიგნით შესვლა სურდათ, სადაც ხმის დათვლა მიმდინარეობდა. ეს ფანდი მათ არ გამოუვიდათ. რადგან, კომისიის წევრებმა ტერიტორია დაატოვებინეს”, – განაცხადა ამომრჩეველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები