შს მინისტრი პოლიციელებს მადლობას უხდის – „მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ“

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, დღეს პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იყო.
როგორც მღებრიშვილმა მარნეულში, N48 საარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული პოლიციელის მონახულების შემდეგ განაცხადა, პოლიციელებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხო საარჩევნო გარემო უზრუნველყვეს.
„მადლობა მინდა ვუთხრა ყველა პოლიციელს, რომლებმაც შეძლეს და მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყვეს უსაფრთხო და თავისუფალი გარემო, საარჩევნო გარემო. ისინი იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, მიუხედავად იმისა, რომ იყო პროვოკაციები. ამაყი ვარ, რომ ეს სერიოზული გამოცდა ჩვენმა ქვეყანამ ჩააბარა, რაშიც ჩვენს პოლიციელებს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით“, – განაცხადა მღებრიშვილმა.
შს მინისტრმა დაშავებული პოლიციელი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები