უცხოელი ჟურნალისტები 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აფასებენ

საქართველოს რიგით მე-9 საპარლამენტო არჩევნები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ხმის მიცემის პროცესს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ორასამდე ორგანიზაციის ასობით ჟურნალისტი აკვირდებოდა. მათ ნაწილი უცხოური მედიის საერთაშორისო და ადგილობრივი ბიუროების ჟურნალისტები იყვნენ. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გასაშუქებლად მედიის წარმომადგენლები საქართველოს საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ბრიტანეთიდან და უკრაინიდან ესტუმრნენ.
საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს ჟურნალისტის, ელენე გაბრიეალიანის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე არჩევნები ძალიან საინტერესო გასაშუქებელია, რადგან საქართველოს ევროინტეგრაციას ევროპული ქვეყნები განსაკუთრებით აკვირდებიან.
„პოლიტიკური ფიგურები არა მხოლოდ ქვეყანაზე, არამედ მთელ რეგიონზე ახდენენ ზეგავლენას“, – აღნიშნა საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს კორესპონდენტმა.
მე-9 მოწვევის პარლამენტის არჩევის პროცესს ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, მარკუს მიულერიც აშუქებდა, რომელიც საქართველოში პირველად 2012 წლის არჩევნების გასაშუქებლად იმყოფებოდა. ჟურნალისტის თქმით, 4 წლის წინ მოვლენები სწრაფად და დრამატულად იცვლებოდა, ახლა კი ქვეყანაში განსხვავებული ვითარებაა.
„ახლაც იმიტომ დავბრუნდი, რომ მაინტერესებდა, როგორ განვითარდა ქყვეანა. მაინტერესებდა, კვლავ დრამატულად წარიმართებოდა თუ არა მოვლენები, თუმცა ახლა პროცესი ძალიან მშვიდად მიმდინარეობს“, – აცხადებს მარკუს მიულერი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები