სოფო ხორგუანი – „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში დაახლოებით 110 მანდატი ექნება, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობაა

ეს არჩევნები ყველა არჩევნებისგან გამორჩეული იყო, რაც აქამდე მინახავს, რადგან არავის არ ჰქონდა განცდა, რომ ვიღაც სადღაც რაღაცას აყალბებდა, – განაცხადა იურისტმა, სოფო ხორგუანმა გადაცემა „2030“-ში.
როგორც მან აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში დაახლოებით, 110 მანდატი ექნება, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობაა.
“საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტერორის გარეშე ჩატარდა, რაც ერთ-ერთი ფაქტორი იყო იმისა, რომ დღეს ამომრჩეველმა იაქტიურა. ცესკო-მ თავისი საქმიანობა უნდა გააგრძელოს. ქვეყანაში ძალიან ბევრი დამკვირვებელია ჩამოსული და პროცესს აკვირდება. არავის უთქვამს, რომ არჩევნები გაყალბდა და ცესკო-ს შედეგებს მივიღებთ, როგორც მოცემულობას.
უხეშად რომ დავითვალოთ, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში დაახლოებით, 110 მანდატი ექნება. ეს საკონსტიტუციო უმრავლესობაა და ცხადია, ამხელა ნდობა დიდი პასუხისმგებლობაა. მომდევნო არჩევნებისთვის მზადება არჩევნების მეორე დღიდანვე უნდა დავიწყოთ. ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და ხვალიდანვე, მომავალი არჩევნებისთვის უნდა მოვემზადოთ. პირველი, რაც ხელისუფლებას უნდა მივაჩვიოთ, ისაა, რომ დაგვიძახონ მოქალაქეები და არა მოსახლეობა. მოქალაქეობა ყოველდღიური რთული შრომაა. ეს არა მარტო უფლებები, არამედ, პირველ რიგში, ვალდებულებაა”, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები