გიგა ბოკერია: არის ათეულობით ოლქი, სადაც ვართ ფავორიტები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, მარნეულის გარდა, სხვაგანაც იყო კუნთმაგარი ბიჭების შეკრება, რომლებიც ცდილობდნენ, კონფლიქტი მომხდარიყო.
“არა მარტო მარნეულში, არამედ სხვაგანაც იყო პრობლემა, კუნთმაგარი ბიჭების შეკრება. აშკარა ნიშნებით ცდილობდნენ, რომ მომხდარიყო კონფლიქტი. დღისით იყო ფიზიკური თავდასხმები, მაგრამ ჩვენ ყველგან ვართ მობილიზებულნი და ვატყობინებთ დამკვირვებლებს. ყველგან მივიღებთ მაქსიმალურ ზომებს, რომ არ მივცეთ მათ საშუალება, საერთოდ მიიყვანონ სიტუაცია მარნეულის ვითარებამდე და მშვიდად დავიცვათ ჩვენი ხმები, ეს არის ჩვენი ამოცანა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ
მისივე თქმით, ამ წინასწარი შედეგების მიხედვით, არ არის გამორიცხული, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეექმნას ივანიშვილის გუნდს და მათი ამოცანაა, რომ ეს თავიდან აიცილონ.
„დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არის რამდენიმე ათეულობით ოლქი, სადაც ვართ ფავორიტები და ვართ წინ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პირველ ტურში შეიძლება გავიმარჯვოთ, თუ არადა, მეორე ტურები იქნება, გადამწყვეტი მარცხი უნდა ვაწვნიოთ ივანიშვილის რეჟიმს”, – განაცხადა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები