ფარულავა – ოპოზიციურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას: პოლიტიკურად გარდაცვლილებზე აღარ ვაპირებთ, დიდხანს ვილაპარაკოთ
“პოლიტიკურად გარდაცვლილებზე ჩვენ აღარ ვაპირებთ, დიდხანს ვილაპარაკოთ”, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ იმ ოპოზიციურ პარტიებზე საუბრისას განაცხადა, რომლებმაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს.
“ჩვენ ქუჩა ავირჩიეთ, როგორც წინააღმდეგობის გზა და სწორედ ეს გზა და ეს ფორმულა მიგვიყვანს წარმატებამდე. რაც შეეხება იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკურად იზოლაციაში მოქცეულ ხელისუფლებასთან შევიდეს რუსულ სპეცოპერაციაში, ეს მათ გაანადგურებს, პოლიტიკურად დაასრულებს. ცხადია, პოლიტიკურად დასრულებულ ძალებთან აღარ გვაქვს საქმე”, – თქვა ფარულავამ.