ბათუმში დავით ბერძენიშვილი საუბნო კომისიის წევრებს დაუპირისპირდა (ვიდეო)

ბათუმის 71-ე და 72-ე საარჩევნო უბანზე  საუბნო კომისიის წევრებსა და “რესპუბლიკური პარტიის” წევრ დავით ბერძენიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული უბნები ერთ შენობაშია განთავსებული.
დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ის ამ უბანზე ამომრჩევლის ინფორმაციის საფუძველზე მივიდა, რომელმაც მას აუწყა, რომ ამომრჩევლის კაბინაში გაკრულია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია და შემოხაზულია 5 და 27 ნომერი. დავით ბერძენიშვილის თქმით, ეს არის უკანონო აგიტაცია.
სწორედ ამას მოჰყვა ხმაური, რის გამოც რამდენიმე ხნით ხმის მიცემის პროცედურა დროებით შეწყდა. ხმაური ნახევარ საათს გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები