საოლქო-საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 81 საჩივარი, საინფორმაციო ცენტრში კი 1821 ზარი შევიდა

საოლქო-საარჩევნო კომისიებში ამ დროისთვის 81 საჩივარია შესული. ამის შესახებ ცესკოს  პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საჩივრები დაწერილია ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ.
როგორ მიქელაძემ განმარტა, საჩივრების ძირითადი ნაწილი პროცედურულ ხარვეზებს ეხება, მათი ძირითადი ნაწილი საარჩევნო უბნებში აღმოიფხვრა.
„ოლქებში შეტანილი საჩივრების ძირითადი სამართლებრივი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებაა. საოლქო-საარჩევნო კომისია ოლქში შეტანილ საჩივრებს კანონმდებლობის ვადაში განიხილავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ამ დროისთვის 1821 ზარია შესული. მათი უმეტესობა ამომრჩეველთა მიერ სიაში მონაცემთა გადამოწმებას შეეხება. გარდა ამისა, ზარები შეეხო სხვადასხვა საარჩევნო პროცედურების დაზუსტების საკითხსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები