ცესკო: მარნეულში კომისიის თავმჯდომარის მიერ დამკვირვებლის ცემის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება

მარნეულის 37-ე საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარის მიერ დამკვირვებლის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ცესკოში არ ადასტურებენ.
​როგორც ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, მარნეულის 37-ე საარჩევნო უბანზე შელაპარაკება მოხდა კომისიის წევრსა და დამკვირვებელს შორის. მისივე თქმით, ამ ეტაპზე აღნიშნული ფაქტი აღმოფხვრილია.
გარდა ამისა, ცესკოს სპიკერის ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მე-18 უბანზე გარკვეული დაპირისპირება მოხდა.
​როგორც ანა მიქელაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე აღნიშნული ფაქტიც აღმოფხვრილია და ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები