ალი ბაბაევი: მოეგეთ გონს და ხელს ნუ უშლით არჩევნების ჩატარებას

„საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე“ ალი ბაბაევი მარნეულში განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება და მოსახლეობას მიმართავს, არ აყვნენ პროვოკაციას.
ალი ბაბაევი ამომრჩეველს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
„აღშფოთებული ვარ იმ ფაქტის გამო, რაც ხდება მარნეულში. მივმართავ იმ მორწმუნე ადამიანებს, არ აყვნენ პროვოკაციას და გაიაზრონ, რას სჩადიან. მთელ საქართველოში საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, ყველგან მშვიდ ვითარებაში. მოვიარე   აზერბაიჯანული მოსახლეობით დასახლებული 5 რეგიონი და ამაყი ვარ იმ ხალხის თანადგომით. მოეგეთ გონს და ხელს ნუ უშლით არჩევნების ჩატარებას, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისაკენ და ნუ გახდებით პროვოკაციის მსხვერპლი“, – აცხადებს ალი ბაბაევი.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ტერიტორია სპეცრაზმმა და პოლიციამ დაიკავა. ამ დროისთვის 48-ე უბნის ტერიტორიაზე სიმშვიდეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები