პაატა ბურჭულაძე: მივმართავ გიორგი კვირიკაშვილს, აღიაროს დამარცხება

„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს არჩევნებში დამარცხება აღიაროს.
„ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდა. როცა უჭირს ხელისუფლებას მიმართავს ასეთ ხერხებს. მივმართავ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს აღიაროს დამარცხება. ამასაც ვაჟკაცობა უნდა და მოიქცეს ვაჟკაცურად,“ – განაცხადა ბურჭულაძემ.
მანვე, ამომრჩევლებს საკუთარი არჩევანის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“ერთი საათი დარჩა არჩევნების დასრულებამდე და ყველანი არჩევნებზე. დღეს წყდება საქართველოს ბედი. ვთხოვთ,მივიდნენ არჩევნებზე, დააფიქსირონ თავისი ხმა,“ – აღნიშნა ბურჭულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები