ცესკო: 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 42.05%-ს შეადგენს

17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 42.05%-ს შეადგენს, ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ცესკო-ს სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, რაოდენობრივად აღნიშნული რაოდენობა 1 477 562 ამომრჩეველს შეადგენს.
ამასთან, ცესკო-ს სპიკერმა ამომრჩევლებს აქტივობისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები