საიას ინფორმაციით, მარნეულში, დაპირისპირების შედეგად, პოლიციელი დაშავდა

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი პოლიციელი დაშავდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ადამიანების გარკვეული რაოდენობა ძალიან აგრესიულად მოქმედებს.

”ჩვენი ინფორმაციით, დაშავებულია ერთი პოლიციელი. ყოვლად დაუშვებელია ძალადობა და პოლიციელზე თავდასხმა, განსაკუთრებით, ასეთი ვანდალური ფორმით. მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ უზრუნველყონ თავისი წარმომადგენლების მხრიდან კანონისა და წესების დაცვა, დაგმონ ძალადობა და მოუწოდონ, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ წახალისდეს. მოვუწოდებ შსს-ს, მიიღოს შესაბამისი ზომები და გაგზავნოს პოლიციელები ადგილზე. დარწმუნებული ვარ, შსს ამ ზომებს მიიღებს”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

საია-ს თავმჯდომარე ამ ეტაპზე არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელი პარტიიდან არიან ის ადამიანები, რომლებიც აგრესიულად მოქმედებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები