შს სამინისტრო: მარნეულის N48 საარჩევნო უბანზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი
მარნეულში, N48 საარჩევნო უბანზე, სადაც ამ დროისთვის დაძაბული ვითარებაა, სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სამართლდამცველები ადგილზე სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ.
მარნეულის N48 საარჩევნო უბანზე მოქალაქეთა ჯგუფი შეიჭრა და შენობის ბლოკირება სცადა. მდგომარეობა ამ წუთებშიც დაძაბულია.