მარნეულში ტელეკომპანია „იმედის” გადამღებ ჯგუფს ტექნიკა დაუზიანეს (ვიდეო)

მარნეულის N48 საარჩევნო უბანზე ვითარება დაიძაბა. ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფს ტექნიკა დაუზიანეს. „იმედის“ ინფორმაციით, საარჩევნო უბანზე ადამიანთა ჯგუფი შეიჭრა და შენობის ბლოკირება სცადა. ჟურნალისტის თქმით, მათ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. ასევე, დააზიანეს გადამღები ჯგუფის ტექნიკა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები