გიორგი აბაშიშვილი: ქართველი ხალხი წარმატებით გაართმევს თავს ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევასაც

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთა.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, დღევანდელი არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა.
“დღეს მე პოლიტიკურ პლურალიზმსა და განვითარებაზე ორიენტირებული ქვეყნის მშენებლობას დავუჭირე მხარი. მჯერა, რომ ქართველი ხალხი წარმატებით გაართმევს თავს ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევასაც”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა არჩევანის გაკეთების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები