საქართველოს საპარლამენტო არჩევნები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია

საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. ამ თემაზე წერენ გამოცემები: „როიტერი“. „ბი-ბი-სი“ „ალ ჯაზირა“, „ვაშინგტონ პოსტი“ და სხვები.
„ბი-ბი-სი” ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება“ არჩევნებზე საკუთარი მანდატის შენარჩუნებას შეეცდება, ხოლო მიხეილ სააკაშვილის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ასევე გამარჯვების მოპოვებას ცდილობს. ეს პოლიტიკური ძალა 2012 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში სწორედ „ქართულ ოცნებასთან” დამარცხდა.
რუსული მედია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ეს პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც საქართველო საპრეზიდენტოდან საპარლამენტო მოდელზე გადავიდა, სადაც მთავარი ძალაუფლება პარლამენტს და პრემიერ-მინისტრს აქვს, ხოლო პრეზიდენტის უფლებები მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
„ალ ჯაზირა“ წერს, რომ საქართველო, რომელმაც ბოლო დროს, ევროატლანტიკური მისწრაფებების მხრივ, გარკვეულ პროგრესს მიაღწია, სავარაუდოდ, მას გააგრძელებს.
„საქართველოს ავღანეთში 2 ათასამდე ჯარისკაცი ჰყავს და ამ ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში იმაზე მეტი წვლილი შეაქვს, ვიდრე ნატოს ზოგიერთ წევრ ქვეყანას”,-  წერს გამოცემა.
„როიტერი“ საქართველოში მიმდინარე არჩევნებს „სტაბილურობის ტესტს” უწოდებს. არჩევნებზე სიუჟეტები გადის „ევრონიუსის“, “სი-ენ-ენისა“ და სხვა ტელეკომპანიების ეთერშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები