გიორგი ახვლედიანი: ყველა საარჩევნო უბანზე არის პოზიტიური აქტივობა

ამომრჩევლის აქტივობა საშუალოზე მაღალია, რაც კარგ, აქტიურ მდგომარეობად უნდა ჩაითვალოს. ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.
ბურჯანაძის პოლიტიკური მოძრაობის წევრი განსაკუთრებულ დარღვევებზე ამ დროისთვის ინფორმაციას არ ფლობს.
მისი აზრით, არჩევნების დისკრედიტაციას ვერაფერი მოახდენს. ის ამ ეტაპზე ცალკეულ ინციდენტებზე საუბრობს.
“ის ძალადობრივი მეთოდები, რასაც ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მიმართავდა, ამ ქვეყანაში აღარ იარსებებს. უკეთესი იქნება, რაც უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს პოზიციას. ეს იქნება პლურალისტული პარლამენტის წინაპირობა, ეს იქნება მრავალპარტიული პარლამენტის წინაპირობა. პარლამენტი რეალურად იქნება ისეთი, როგორსაც საზოგადოება გამოხატავს“, – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა, გიორგი ახვლედიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები