ირაკლი ჩიქოვანს ზუგდიდის 65-ე ოლქის მეშვიდე უბანი დაატოვებინეს

“თავისუფალი დემოკრატების” ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ჩიქოვანს და ამავე პარტიის ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატს, დავით ვერავას ზუგდიდის 65-ე ოლქის მეშვიდე საარჩევნო უბანი კომისიის წევრებმა დაატოვებინეს. მიზეზად კი მათი მხრიდან ამომრჩევლებზე გარკვეული ზეწოლა დასახელდა. ამის შესახებ „კვირას“ ერთ-ერთმა ამომრჩეველმა განუცხადა.
„ამ უბანზე ისინი არ არიან ჩაწერილი და შესაბამისად, ხმის მისაცემად არ იყვნენ მოსულები. აგიტაცია-პროპაგანდა იკრძალება და მათი გამოჩენა ერთგვარი ზეწოლა იყო. კომისიის წევრებმა მათ დაატოვებინეს უბანი,“-განაცხადა ერთ-ერთმა ამომრჩეველმა.

მისი თქმით, მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბეიჯები ეკეთათ და სხვა უბანზეც შენიშნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები