დავით ზურაბიშვილი: იმ პერიოდში, როცა ჩვენ მოვცილდით „ქართულ ოცნებას“, არ ვიყავით სახარბიელო მდგომარეობაში

​ამომრჩეველს ჩვენი, როგორც ცალკე პოლიტიკური ძალის დანახვა „ოცნების“ გარეშე უჭირდა”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.
​​მისი ინფორმაციით, „რესპუბლიკურ პარტიას“ დაახლოებით ერთი თვის წინ ჰქონდა კრიზისი, რაც, როგორც ზურაბიშვილი აცხადებს, „ქართული ოცნებისგან“ მათი გათიშვის გამო მოხდა.
“ჩვენ ვიყავით ასოცირებული „ქართულ ოცნებასთან“, ამიტომ ამომრჩეველს, ჩვენი, როგორც პოლიტიკური ძალის დანახვა უჭირდა, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, რეიტინგის ზრდა გვაქვს, წესით, ეს უნდა გვეყოს ბარიერის გადალახვისთვის.
მოსახლეობის ეს ნდობა რამდენად დიდი იქნება, ამას არჩევნების შემდეგ ვნახავთ“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში „რესპუბლიკური პარტიის“ საბურთალოს მე-13 უბნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები