ცესკო: ბათუმის N1 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი უბნიდან გააძევეს

ცესკოში გამართულ მორიგ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ჟურნალისტებს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ანა მიქელაძემ აღნიშნა, ხმის მიცემის პროცესი რამდენიმე საარჩევნო უბანზე (სამგორის 22-ე უბანი, მთაწმინდის მე-6 უბანი, ასევე ქუთაისის 27-ე უბანი) რამდენიმე წუთით შეფერხდა; ვინაიდან უბანზე იმყოფებოდნენ დიდი რაოდენობით დამკვირვებლები და მედიის წარმომადგენლები, ჩანაწერთა წიგნში მათ აღრიცხვას შედარებით მეტი დრო დასჭირდა. ამასთანავე, ეკა მიქელაძემ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.
​„ბათუმის N1 უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გააძევეს უბნიდან, რომელიც, უბანზე მყოფი ყველა დამკვირვებლის განცხადებით, ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესს. ამავე მიზეზით, საარჩევნო უბნიდან გააძევეს „თავისუფალი და თანასწორობის ინსტიტუტის“ დამკვირვებელი. N1 საარჩევნო უბანზე, ასევე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია,“- განაცხადა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები