გორის მე-9 საარჩევნო უბანზე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ელჩები არჩევნების მიმდინარეობის პროცესს გაეცნენ

​გორის მე-9 საარჩევნო უბანზე ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ჰოლანდიის ელჩები იმყოფებოდნენ, ისინი არსებულ ვითარებას გაეცნენ. ელჩების განცხადებით, ამ უბანზე ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია, რაც მისასალმებელია.
“ჩვენ ვიმყოფებით გორში და რამდენიმე საარჩევნო უბანზე უკვე ვიყავით. მოხარული ვართ, რომ არჩევნებზე მრავალი ადამიანი მოდის. ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია საქართველოსთვის”, – განაცხადა საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები