ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი: მივესალმები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის სასარგებლოდ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა 6 ოქტომბერს საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების პროცესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
„მივესალმები საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის სასარგებლოდ მიღებულ გუშინდელ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ეს ჩვენი მხრიდან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია! საქართველომ ამის საფუძველი რეფორმების დაუღალავად განხორციელების შედეგად შექმნა. გერმანია მთელი ძალებით ეხმარება საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების საქმეში,“ – აღნიშნულია გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები