ვახტანგ ძაბირაძე: მეორე ტურში „ქართული ოცნება“ 40%-ს მიიღებს, რაც მთლიან ჯამში 80%-ს შეადგენს

მაჟორიტარების შემთხვევაში, ველოდები, რომ 20% პირველივე ტურში გამოვლინდება და დანარჩენი იქნება მეორე ტური, – ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იგი კვლევებით ვარაუდობს, რომ არჩევნებზე ამომრჩეველთა 58% შესაძლოა მივიდეს, რასაც დადებითად აფასებს. ვახტანგ ძაბირაძე ბევრ ოლქში მეორე ტურს ვარაუდობს და გამარჯვებას სახელისუფლებო პარტიას უწინასწარმეტყველებს.
“მაჟორიტარების შემთხვევაში ველოდები, რომ პირველ ტურში 20% ალბათ გამოვლინდება, დანარჩენი იქნება მეორე ტური და ამ მეორე ტურში ალბათ ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი გამარჯვებული იქნება სახელისუფლებო გუნდი, საერთო ჯამში 80%-ით,“ – განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ძაბირაძის პროგნოზით, პარლამენტი მრავალპარტიული არ იქნება.
„შესაძლებელია პარლამენტი იყოს ორპარტიული, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. ძალიან მინდა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური ვითარება, ორპარტიულობა ქვეყნისთვის კარგი ნამდვილად არ იქნება. „პატრიოტთა ალიანსი“ თვლის, რომ მეორე ძალაა, მაგრამ ეს ასე არ არის. ვერ გეტყვით, რომ დაძლევს 5%-იან ბარიერს. რეალობა გვაქვს ასეთი, რომ გვექნება ორპარტიული პარლამენტი,“ – განაცხადა პოლიტიკურმა ექსპერტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები