ქანთარია თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე: თუ გავიხსენებთ “ნაციონალების” ხელწერას, ვნახავთ, რომ ყველა გზა ოდესაში მიდის

თუ გავიხსენებთ ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელწერას, ვნახავთ, რომ ყველა გზა ოდესაში მიდის, – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” წევრმა ნუკრი ქანთარიამ ”პალიტრანიუსის” გადაცემა ”360 გრადუსში” გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქებაზე საუბრისას გააკეთა.
“თუ ჩვენ გადავხედავთ წინასაარჩევნო პერიოდს, გზავნილებს ოდესიდან, ჩანაწერებს, საიდუმლო სერობებს, რომ ეს ყველაფერი დესტაბილიზაციით დამთავრდება და თუ გავიხსენებთ ,,ნაციონალური მოძრაობის” ხელწერას, ვნახავთ, რომ ყველა გზა ოდესაში მიდის. ვიცნობ ”ნაციონალურ მოძრაობას” და ვიცი მათი ხელწერა, თამამად შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს აფეთქება ოდესიდან იყო შეკვეთილი. საბოლოოდ, ეს ყველაფერი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მაგრამ მე მაქვს ვარაუდის უფლება”, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები