ირაკლი ბათიაშვილი: თავდაპირველად აფეთქების ინსცენირების ობიექტად დავით ბაქრაძე მოიაზრებოდა!

უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ბათიაშვილმა „რეპორტიორის” პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ბათიაშვილი ამბობს, არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აფეთქების ობიექტად თავდაპირველად „ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი – დავით ბაქრაძე მოიაზრებოდა, საბოლოოდ კი არჩევანი გივი თარგამაძეზე შეაჩერეს.
„არსებობს ოპერატიული ინფორმაცია, ჯერ კიდევ ამ აფეთქებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომ იგეგმებოდა ასეთი აფეთქება, ხდებოდა  ობიექტების შერჩევა, პირების, ვინც უნდა ყოფილიყო აფეთქების ინსცენირების ობიექტი და ერთ-ერთ ასეთ ობიექტად დასაწყისში ფიგურირებდა დავით ბაქრაძე. ეს თავად დავით ბაქრაძემ იცის თუ არა, მე არ ვიცი, მაგრამ თავიდან ლაპარაკი იყო დავით ბაქრაძეზე და როგორც ჩანს, მერე „კასტინგი” საბოლოოდ გივი თარგამაძეზე შეჩერდა”, – განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები