ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა (ფოტოკოლაჟი)

ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.
როგორც “კვირას” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ავღანეთის ტერიტორიაზე ორი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. საარჩევნო უბნები სპეციალურად მოაწყო და აღჭურვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავღანეთში წარგზავნილმა ჯგუფმა, რომელმაც არჩევნების ჩატარებისთვის ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. ავღანეთში საქართველოს პარლამენტის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, მედიისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აკვირდებიან.
14523103_1327273400638732_7341392401858628932_n 14591875_1327273397305399_6512825795758557252_n 14470576_1327273373972068_5858175416790368502_n 14494787_1327273320638740_3787933148312857855_n 14570259_1327273323972073_3573498578924815454_n 14572963_1327273327305406_2362577974678283630_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები