რუსეთმა აშშ-სთან პლუტონიუმის უტილიზაციის შესახებ შეთანხმება შეაჩერა 

რუსეთმა აშშ-თან პლუტონიუმის უტილიზაციის შესახებ შეთანხმება შეაჩერა. ამის მიზეზად მოსკოვმა ვაშინგტონის მხრიდან არამეგობრული ქმედებები დაასახელა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შესაბამის ბრძანებულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი.
დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ აშშ-მ „ვერ შეძლო იარაღის ზედმეტი პლუტონიუმის უტილიზაციის შესახებ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება“, რომლებიც მან საკუთარ თავზე აიღო.
რუსეთმა და აშშ-მ პლუტონიუმის განადგურების შესახებ შეთანხმებას 2000 წელს მოაწერეს ხელი. ის ითვალისწინებდა 34 ტონა პლუტონიუმის გადამუშავებას, რომლიდანაც ატომური ელექტროსადგურების საწვავი უნდა შექმნილიყო.
კერძოდ რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აშშ-მ პლუტონიუმის გადამუშავების მეთოდი დაარღვია. ვაშინგტონი აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება შეთანხმების დარღვევას არ ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები