„ტოიოტამ“ ბავშვი-რობოტი შექმნა
კომპანია „ტოიოტამ“ რობოტი -ბავშვი Kirobo Mini შექმნა. ის მარტოხელა იაპონელებისთვის არის შექმნილი და მისი მიზანია მარტოხელა იაპონელებს თბილი ოჯახური გარემო შეუქმნას.
რობოტს შეუძლია დიალოგში შესვლა, ის ძალზე მაღალი ხმით საუბრობს. მას ასევე ადამიანის ემოციების აღქმის უნარი აქვს.
ინტელექტუალური განვითარების დონით Kirobo Mini ხუთი წლის ბავშვის მსგავსი უნდა იყოს. ის მოძრაობითაც ბავშვს ჰგავს.
ამ გამოგონებით „ტოიოტას“ იაპონიაში დემოგრაფიული სიტუაციის ნაგატიური ტენდენციის შერბილების სურვილია აქვს. იაპონია შობადობის მაჩვენებლის მიხედვით განვითარებულ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ბევრი იაპონელი ქალი ბავშვის გაჩენაზე უარს აცხადებს.
Kirobo Mini მომავალი წლიდან გაიყიდება. მისი ფასი 392 დოლარი იქნება. სხვა ქვეყნებში „ხელოვნური ბავშვის“ ექსპორტირება არ იგეგმება.