ჯონ კერი – „რუსებმა მომატყუეს“

გამოცემა New York Times-ს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის და სირიის ოპოზიციის წარმომადგენელთა საუბრის ზოგიერთი ეპიზოდი მოჰყავს. კერი ამ საუბარში აცხადებს, რომ „რუსეთმა სირიის საკითხში აშშ მოატყუა“. გამოცემის ინფორმაციით, მას ხელთ აქვს 40-წუთიანი აუდიოჩანაწერი, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებშია ჩაწერილი. კერიმ საუბრის დროს რამდენჯერმე სინანული გამოთქვა, რომ სირიის საკითხზე შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება. „ის, რომ კერი საგარეო პოლიტიკის ბევრს საკითხზე ობამას ადმინისტრაციას არ ეთანხმება, სიახლე არ არის ,მაგრამ ჩანაწერში კერი ღიად ამბობს, რომ რუსებმა მას მოატყუეს. ის ასევე აცხადებს, რომ კონგრესი სირიაში ძალის გამოყენებას არასოდეს დათანხმდება. „პრობლემა იმაშია, რომ რუსებს საერთაშორისო სამართლის ნორმები არ აინტერესებთ, ჩვენ კი მათ პატივს ვცემთ”, – აცხადებს კერი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა, ვინაიდან ეს კერძო საუბარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები