კიევში სასამართლოს შენობასთან შეტაკება მოხდა (ვიდეო)

კიევში სააპელაციო სასამართლოს შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა. სააგენტო „უნიანის“ ინფორმაციით, სასამართლო სხდომაზე სამი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა საკითხი განიხილებოდა. შენობასთან აქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციელების კორდონის გარღვევა სცადა. ოთხი აქტივისტი დაკავებულია, ერთ-ერთს დანა აღმოაჩნდა.
ცნობისთვის, პოლიციელების მკვლელობა კიევში 2015 წლის 4 მაისს მოხდა. სამართალდამცავებმა ავტოგასამართი სადგურის დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილების დევნის ოპერაცია განახორციელეს. ორმხრივი სროლის დროს პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა და სამი დაიჭრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები