პოლიციელებმა, რომლებიც დაკარგულ ბავშვს ეძებდნენ, 2 ათასი წლის წინანდელი სამარხები აღმოაჩინეს
საბერძნეთის კუნძულ კოსზე პოლიციელებმა უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს, ისინი 25 წლის წინ დაკარგული ბავშვის ცხედარს ეძებდნენ და 2 ათასი წლის წინანდელი სამარხები აღმოაჩინეს.
ბავშვის ცხედრის ძებნის გადაწყვეტილება პოლიციამ მას შემდეგ მიიღო, რაც ამ საქმეზე ახალი გარემოებები გაჩნდა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ ბავშვი 1991 წელს დაიღუპა, როდესაც სამშენებლო სამუშაოების დროს ექსკავატორის ქვეშ მოხვდა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ ოთხი სამარხი აღმოაჩინა. არქეოლოგების შეფასებით, ეს სამარხები 2 ათასი წლის წინანდელია.