„ჯეოფერტში“სამუშაო ადგილების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება – საწარმო პრემიერთან ერთად დიმიტრი ქუმსიშვილმა დაათვალიერა

​​პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად კასპში მდებარე მაღალტექნოლოგიური, მიკრობიოლოგიური საწარმო „ჯეოფერტი“ დაათვალიერა.
„ჯეოფერტი“ ეკოლოგიურად სუფთა ბაქტერიულ, ორგანო-მინერალურ სასუქებს აწარმოებს.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საწარმოში 120 ადამიანია დასაქმებული და ცოტა ხანში სამუშაო ადგილების რაოდენობა 250-მდე გაიზრდება.
„ჯეოფერტის“ საწარმო 12 000 კვ.მ. ტერიტორიაზე 8 თვეში აშენდა. კომპანიის წარმომადგენლების განცახდებით, ყველა ძირითადი მანქანა-დანადგარი და საწარმოო ხაზი საქართველოში დამზადდა.
​მათივე ინფორმაციით, კასპის რაიონში ქარხნის მშენებლობა განპირობებულია ახლომდებარე უნიკალური, ბუნებრივი მინერალის, თეძამის ცეოლითის საბადოს არსებობით, რომელიც ბაქტერიული სასუქის ერთ-ერთ ინგრიდიენტს წარმოადგენს. თეძამის ბუნებრივი, მინერალი ცეოლითი თავისი ხარისხობრივი და დადებითი მაჩვენებლებით მსოფლიოში მესამე ადგილზეა.
​საწარმო აღჭურვილია ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით და საწარმოო ხაზებით, რომელთა მეშვეობითაც კომპანიას შეუძლია აწარმოოს მაღალხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. წარმოებაში მიმდინარე ყველა ტექნოლოგიური პროცესები სრულიად ავტომატიზებულია, ნედლეულის მიწოდება-გადამუშავებიდან საბოლოო პროდუქციის მიღებამდე. საწარმოს შექმნისთვის გრძელვადიანი სესხი 5 600 000 აშშ დოლარის ოდენობით „ქართუ ბანკმა“ გასცა. „ჯეოფერტის“ პროდუქცია ორიენტირებულია როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები