ვახტანგ ჩოჩია: გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ აღკვეთილი იყოს ისეთი დესტრუქციული ძალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, როგორიცაა „ნაცმოძრაობა“ და მისი ანასხლეტი პარტიები
,,გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ აღკვეთილი იყოს ისეთი დესტრუქციული ძალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ანასხლეტი პარტიები”-, ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია აცხადებს.
მისივე თქმით, ქვეყანაში წესრიგი უნდა არსებობდეს.
„იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს წესრიგი და ნებისმიერი პოლიტიკური პარტია უნდა ეხმიანებოდეს და ემსახურებოდეს ქართულ ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ აღკვეთილი იყოს ისეთი დესტრუქციული ძალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ანასხლეტი პარტიები“, – აღნიშნა ჩოჩიამ.