არქიტექტურულმა კომპანია „studio 9“-მ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

არქიტექტურულმა კომპანია “studio 9”-მ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ამის შესახებ studio 9-სა და AgroHub-ის მიერ გავრცელებულ ერთობლივ ინფორმაციაში წერია.

ამავე ინფორმაციით, პროექტი „Agrohub – მრავალფუნქციური შენობა მდინარის პირას“ გახდა Architizer A+ Awards-ის ფინალისტი და მოხვდა მხოლოდ ხუთ რჩეულს შორის მსოფლიოში, Mixed Use კატეგორიაში.

“გამარჯვებული გამოვლინდება ღია ხმის მიცემით, რომელიც გრძელდება 5 მაისიდან 16 მაისამდე.

ნებისმიერ მსურველს საკუთარი ხმის დაფიქსირება შეუძლია ყოველ 24 საათში ერთხელ ბმულზე: https://shorturl.at/YtWc1

დაგვიჭირეთ მხარი, რომ საქართველოში შექმნილი “აგროჰაბის” შენობა გახდეს Architizer A+ Awards-ის გამარჯვებული და მოიპოვოს მსოფლიო აღიარება!”, – წერია გავრცელებულ ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები