დავით მათიკაშვილი: იმ პარტიების ადგილი, რომლებიც იქნებიან აფილირებული კონკრეტულ აკრძალულ პარტიასთან, ბუნებრივია, ვერ იქნება ქართულ პოლიტიკაში და ისინიც დაექვემდებარებიან აკრძალვას
,,იმ პარტიების ადგილი, რომლებიც იქნებიან აფილირებული კონკრეტულ აკრძალულ პარტიასთან, ბუნებრივია, ვერ იქნება ქართულ პოლიტიკაში”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი აკრძალვას დაექვემდებარებიან.
„მოხდება სათანადო სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც არაერთია და საზოგადოებამ კარგად იცის, თუმცა კიდევ ერთხელ საგამოძიებო კომისია ამ ყველაფერზე საკუთარ დასკვნას გააკეთებს. ის პარტიები, რომლებიც იქნებიან აფილირებული კონკრეტულ აკრძალულ პარტიასთან, რომლებსაც ექნებათ კონკრეტული მიზანი, იქნებიან ერთი და იგივე წევრები და ა.შ., ბუნებრივია, რომ მათი ადგილიც ვერ იქნება ქართულ პოლიტიკაში და ისინიც დაექვემდებარებიან აკრძალვას“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობით დაკავებული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის თაობაზე ინიციირებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მესამე მოსმენით განიხილავენ.